ბობი სენდსის სიცოცხლის უკანასკნელი ექვსკი კვირა. კაცისა რომელიც ბრიტანეთის პარლამენტის წევრიც იყო და ირლანდიის გათავისუფლების არმიის მებრძოლიც, და შიმშილობით გარდაიცვალა სატუსაღოში. ბობი სენდსი 1977 წელს გაასამართლეს და 14 წელი მიუსაჯეს რევოლვერის ქონის გამო, რომლითაც, როგორც ბალისტიკურმა ექსპერტიზამ დაადასტურა პოლიციელებს ესროდნენ. შიმშილობას 5 მიზანი ჰქონდა: მიეცათ უფლება პატიმრებისთვის არ ეტარებინათ ტუსაღის ფორმა, არ ემუშავათ, მიეღოთ ამანათები, თვითონვე მოეწყოთ თავისი დასვენების საქმე და ყველაზე მთავარი - ყველა ირლანდიელი-რესპუბლიკელი პატიმარი ეცნოთ როგორც პოლიტპატიმარი ანდა სამხედრო ტყვე და არა როგორც ბოროტმოქმედი. ციხეში, უკვე შიმშილობის დროს, იგი აირჩიეს დეპუტატად პარლამენტში და მაშინვე ამის შემდეგ, პარლამენტმა მიიღოკანონი რომლის მიხედვითაც ყველა პატიმარს ეკრძალებოდა გაერთიანებული სახელმწიფოს პარლამენტის დეპუტატების არჩევნებში მონაწილეობის მიღება
↧